პრაღის მეტროს მგზავრებისგან წარმოქმნილი სითბო შესაძლოა, სახლების გასათბობად გამოიყენონ

პრაღაში მეტროს გეოთერმულ ენერგიას “ნოვიე დვორის” რაიონის ახალი სახლების გასათბობად და გასაგრილებლად გამოიყენებენ. ამ მიზნით მეტროს მშენებარე ხაზზე სითბოს ტუმბოები დამონტაჟდება.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

მეტროს გვირაბის ირგვლივ ნიადაგში სითბოს ის ნაწილი გროვდება, რომელიც მატარებლების მოძრაობისას და მგზავრთა მოგროვების გამო წარმოიქმნება.

სითბოს ტუმბოები მეტად ეფექტურია და ელექტროენერგიის 1კილოვატ საათში 3-იდან 5 კილოვატ საათამდე სითბოს გამომუშავება შეუძლიათ.

“ნოვიე დვორში” 17 შენობის აშენებას გეგმავენ, რომლის საერთო ფართი, დაახლოებით, 200 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 10 ათასიდან 15 ათას მეგავატ საათამდე იქნება.

პროექტის ბედზე საბოლოო გადაწყვეტილებას პრაღაში მომავალი წლის ბოლომდე მიიღებენ. გეოთერმული ენერგიის გამოყენება ქალაქის კლიმატური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც სითბური გაზების ემისიების შემცირებაა.

მეტროს გეოთერმულ ენერგიას ავსტრიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეაში უკვე იყენებენ. მაგალითად, ეს ენერგია მალე შესაძლოა, ბერლინის გასათბობად გამოიყენეონ. მერიამ უკვე 13 ადგილი მონიშნა, რომელიც შესაძლოა, ასეთი სითბოს პოტენციური წყარო გახდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ