ადამ კინზინგერი - საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა - სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!

როგორც ჩანს, საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა ხმების აშკარა გაყალბებით, - ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

„დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი ქვეყანა რუსეთთან. სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!“ - წერს კინზინგერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.