პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას ხვალ, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ

გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

“რადგანაც მე არ ვარ ერთი ადამიანი და მე ვარ სწორედ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს მოსახლეობას, მე მინდა, რომ მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა - ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ჩვენ დავდგებით ერთად და და აქ არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს. მათთან ერთად მინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ გამოვუცხადოთ მსოფლიოს - ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები”, - განაცხადა პრეზიდენტმა.