საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შემოსავალი 23%-ით გაიზარდა - საქსტატი

2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლები წინა წელთან შედარებით თითქმის 23%-ით გაიზარდა და 187.4 მლნ ლარი შეადგინა. 2022 წელს დარგის შემოსავალი 152.6 მლნ ლარი იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი (71.4 პროცენტი) შეადგენს, ხოლო 28.6 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 73.6 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.6 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდის, 23.4 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 16.1 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 57.8 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 42.2 პროცენტი ადგილობრივი კორესპონდენციაა.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2023 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 677.8 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 9 471.6 ათასი ამანათი.

2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.7 ათასს შეადგენდა, მათ შორის 1 272 იყო კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი.