„როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ძალადობდეს მთელ ერზე? ყველაფერს აქვს საზღვარი“ - ამის შესახებ ბიზნესმენი კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა დავიწყო ბოდიშით, პირველ რიგში საკუთარ შვილებთან .უფროსთან, რომელმაც ემიგრაციაში 6 საათი გაატარა საარჩევნო უბანთან სამართლის ძიებაში, და მეორე უმცროსთან, რომელმაც ჩემთან ერთად 26-ში ხმა მისცა ევროპულ მომავალს. და დღეს ორივე მეკითხება? რა ხდება? ვინ იზრუნებს ჩვენზე? რატომ გვართმევენ არჩევანს ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
მე მინდა ბოდიში მოვუხადო იმ დიდ ემიგრაციას, რომელიც არ შეეგუა უსამართლობას და თავისუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყნის დატოვება მოუწია. ბოდიში იმიტომ, რომ ერთი რამ რისი დაცვაც გვთხოვა ეს მისი ხმა იყო არჩევნებზე, ესეც ვერ შევძელით.
და ბოლოს, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ძალადობდეს მთელ ერზე? ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩემთვის ეს საზღვარი დარღვეულია, ბოლომდე თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.გავერთიანდეთ და ერთად ვუთხრათ უარი უსამართლობას“, - წერს ბიზნესმენი.