საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 26.4% მუშაობს

2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 027 769 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 26.4% ფუნქციონირებს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აქტიური ბიზნესის რაოდენობამ 271 427 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულებიდან 466 759 ერთეულის „საქმიანობა უცნობია“, აქედან კი 19 378 აქტიურია.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროში, შემდეგია დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ სექტორებს რეგისტრირებული და აქტიური სუბიექტის სტატუსის მიხედვით:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - რეგისტრირებული - 217 836, აქტიური - 86 527
  • დამამუშავებელი მრეწველობა - რეგისტრირებული - 51 940, აქტიური - 19 530
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - რეგისტრირებული - 47 495, აქტიური - 27 270
  • მშენებლობა - რეგისტრირებული - 43 851, აქტიური - 21 904
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - რეგისტრირებული - 37 943, აქტიური - 27 271
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - რეგისტრირებული - 29 859, აქტიური - 11 844
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - რეგისტრირებული - 26 530, აქტიური - 13 182
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - რეგისტრირებული - 16 629, აქტიური - 8 137
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - რეგისტრირებული - 14 409, აქტიური - 8 327
  • განათლება - რეგისტრირებული - 11 944, აქტიური - 7 043
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - რეგისტრირებული - 11 742, აქტიური - 3 809
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - რეგისტრირებული - 7 590, აქტიური - 3 572
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - რეგისტრირებული - 7 490, აქტიური - 3 699
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - რეგისტრირებული - 5 743, აქტიური - 1 766
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - რეგისტრირებული - 2 308, აქტიური - 754
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - რეგისტრირებული - 1 604, აქტიური - 427

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობებით დაკავებული 97 ბიზნეს-სუბიექტი, საიდანაც აქტიურია 11.

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობებით დაკავებულია 300 სუბიექტი, რეგისტრირებული კი არის 994. ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სფეროში რეგისტრირებულია 549 სუბიექტი, საიდანაც აქტიური მხოლოდ 239-ია.