ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე - სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რას გეგმავენ, თუ საპროტესტო აქციებით მიზნებს ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტმა უპასუხა: „მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ“.

„ვფიქრობ, არსებობს ბევრი სხვადასხვა სტრატეგია. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე და ალბათ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებით ისე, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე. ისინი ასევე აგროვებენ უფრო მეტ ანალიზს იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ასე რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სხვადასხვა სტრატეგია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ სანამ ვარ, ვიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს დიქტატურის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, რისი მიღწევა სურს საპროტესტო აქციებით, რომლისკენაც მან საზოგადოებას მოუწოდა.

„მე არაფრის მიღწევა არ მსურს, მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებას მხარი ქართველმა ხალხმა უნდა დაუჭიროს, რადგან სწორედ ისინი ხედავენ, რომ მათი ხმები მოპარეს, ისინი მიჰყავთ ძალით იმ რეჟიმისკენ, რომელიც უფრო რუსეთის მსგავსი იქნება, ვიდრე ევროპული დემოკრატიული ქვეყნის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია