2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით (9 თვიან ჭრილში) ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10-წლიან მინიმუმზე დაეცა. მიმდინარე წლის ცხრა თვეში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 35%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველოდან EU-ში 294.45 მლნ დოლარის, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 456.4 მლნ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს ევროკავშირში ყველაზე მეტი რაოდენობით შემდეგი ქართული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება:
- სასუქები მინერალური ან აზოტოვანი - 98 497 ტონა (25.15 მლნ აშშ დოლარის);
- ფეროშენადნობები - 21 856 ტონა (24.1 მლნ დოლარის);ხის პანელები - 13 919 ტონა (14.6 მლნ აშშ დოლარის);ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 13 703 ტონა (4.77 მლნ დოლარის);
- მადნები და სპილენძის კონცენტრატები - 13 674 ტონა (31.06 მლნ აშშ დოლარის);
- მინერალური და მტკნარი წყლები - 13 204 ტონა (10.12 მლნ დოლარის);
- მილები - 11 815 ტონა (11.77 მლნ დოლარის);
- თიხები - 11 780 ტონა (1.513 მლნ დოლარის);
- ძვირფასი ლითონის მადნები 10 606 ტონა (25.13 მლნ დოლარის);
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7 476 ტონა (23.79 მლნ დოლარის).
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელი კომპანიები ახორციელებენ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტს. ჩვენი კითხვის საპასუხოთ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით აღნიშნულია კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოყურება:
- „აიდიეს ბორჯომი საქართველო“,
- შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“;
- სს RMG Copper;
- სს „რუსთავის აზოტი“;
- შპს Caucasian Metals Terminal;
- შპს „მნ გრუპი-2021“;
- შპს „პალატი 2022“;
- შპს „რამ პოლიტეკქს“;
- შპს „რუსთავის ფოლადი“;
- შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“;
- შპს „ჯორჯიან მანგანეზი”.
შენიშვნა: ადგილობრივი ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.