TikTok-ის დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა

მზარდი გლობალური პოპულარობის შედეგად, TikTok-ის მშობელი კომპანიის, ByteDance-ის თანადამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა.

კვლევითი ინსტიტუტის Hurun-ის მიერ შედგენილი უახლესი რეიტინგის მიხედვით, ჟან იმინის ქონება 2023 წელთან შედარებით 43% -ით გაიზარდა და ახლა 49.3 მილიარდ დოლარს ფლობს. ეს მონაცემი მას ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

41 წლის ჟანმა 2021 წელს დატოვა კომპანია, თუმცა ფლობს ფირმის დაახლოებით 20%-ს.

ბოლო წლების განმავლობაში TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაცია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიის მტკიცებით, ისინი დამოუკიდებელნი არიან ჩინეთის მთავრობისგან, აშშ აცხადებს, რომ თუ ByteDance არ გაყიდის TikTok -ს, ქვეყანა აპლიკაციას აკრძალავს.

ამ ინტენსიური ზეწოლის მიუხედავად, ByteDance-ის გლობალური მოგება გასულ წელს 60%-ით გაიზარდა, რამაც პროპორციულად გაზარდა ჟანგ იმინგის პირადი ქონება.

ჟანგ იემინგი 1983 წლის 1-ელ აპრილს, ჩინეთში დაიბადა. მისი მშობლები საჯარო მოხელეები იყვნენ და ის ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო.

2001 წელს ჟანგი ჩაირიცხა ტიანჯინის ნანკაის უნივერსიტეტში, სადაც ისწავლა მიკროელექტრონული ინჟინერია და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია. 2005 წელს დაამთავრა BEng -კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი.

მეუღლე უნივერსიტეტში გაიცნო.

Forbes -ის მონაცემებით, მისი ქონება მიმდინარე წელს 45.6 მლრდ დოლარს შეადგენს.

მან ByteDance (TikTok-ის მშობელი კომპანია) 2012 წელს დააფუძნა.

თეონა რამაზაშვილი