რეგიონები, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა - რამდენი ობიექტი მიიღეს ექსპლუატაციაში

საქართველოში, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 16.2%-ით - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 841 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტი). ნებართვების 73.8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

screenshot-1-1730273331.jpg

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტით მეტი) 2 597 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ,37.2 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

screenshot-2-1730273702.jpg