„ევროკავშირში გაწევრიანება მთლიანად დამოკიდებულია ობიექტურ პროგრესზე, წელს საქართველო უკან წავიდა, მაშინ როდესაც სხვა კანდიდატი ქვეყნებმა წინ წაიწიეს“ - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირში გაწევრიანება მთლიანად დამოკიდებულია ობიექტურ პროგრესზე, წელს საქართველო უკან წავიდა, მაშინ როდესაც სხვა კანდიდატი ქვეყნებმა წინ წაიწიეს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

“ევროკავშირში გაწევრიანება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული. ის მთლიანად დამოკიდებულია ობიექტურ პროგრესზე, რომელსაც თითოეული ქვეყანა აღწევს. წელს საქართველო უკან წავიდა, მაშინ როდესაც სხვა კანდიდატი ქვეყნები წინ წაიწიეს. ზოგიერთი მათგანი უკვე ხსნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას ეხება. საპარლამენტო არჩევნების საქართველოში სერიოზული დარღვევებით აღინიშნა. დარღვევებით, რომლებიც არ შეესაბამება სტანდარტს, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. დარღვევები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად, არც საპირისპირო არ გამოუცხადებიათ. სწორედ ამიტომ ყველა დარღვევა გამოძიებულ უნდა იქნას,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.