ესპანეთში წყალდიდობისა და ქარიშხლის მსხვერპლთა რიცხვმა 95-ს მიაღწია - როგორია სტიქიის შედეგები (ფოტო)

ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში, წყალდიდობისა და ქარიშხლის მსხვერპლთა რიცხვმა 95-ს მიაღწია. ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, დაზიანებულია ათასობით შენობა.

ესპანეთში ამინდის განგაშის ყვითელი დონე ძალაში რჩება.

წყალდიდობა და ქარიშხალი, რომელსაც დანა „ეწოდა“, ესპანეთს 29 ოქტომბერს დაატყდა თავს.

ეს წყალდიდობა ყველაზე დამანგრეველი იყო ქვეყნის ისტორიაში თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში. ბოლო ასეთი წყალდიდობა ბიესკასში 1996 წელს მოხდა, რის შედეგადაც 87 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა.

e53cdd54-c99d-4570-ae58-db1455953c5f-1730312996.jpg.webp

Getty Images

f8acedb7-7608-4492-8088-6f576da35a58-1730313022.jpg.webp

EPA

f50638db-e44f-4dac-9088-4912aef9ed56-1730313036.jpg.webp

Getty Images

77d9b67c-7e4a-473c-ba5d-f77bde27e0c8-1730314253.jpg.webp\

EPA

92c31687-876f-4f7c-8538-df7d82b6fc71-1730314300.jpg.webp

EPA

958c420f-d7e9-42a9-ae34-b67092c0f991-1730313055.jpg.webp

Getty Images

ნათია ზარიძე