დასავლური კულტურის განუყოფელი ნაწილი - “ჰელოუინი“ კრეატიული კოსტიუმებისა და უამრავი ტკბილეულის კარნავალია, რომელსაც საზოგადოების ნაწილი უკვე თითქმის მთელს მსოფლიოში აღნიშნავს. “საშინელ კარნავალზე“ უამრავი ფილმი გადაიღეს. ამ დღისთვის ადამიანები განსაკუთრებით ემზადებიან. არსებობს ისეთი კოსტიუმებიც, რომელიც მილიონებიც კი ღირს.
წარმოგიდგენთ ჰელოუინის 10 ყველაზე ძვირადღირებულ კოსტიუმს:
10. Margaery Tyrell-ის საქორწილო კაბა - 9.259 დოლარი
ტირელის საქორწილო კაბის ასლი 9 259 დოლარად იყიდება. ამ საქორწილო კაბაზე შესრულებული რთული დეკორაციები, მის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
9. Beauty and The Beast -ის კაბის რეპლიკა - 9900 დოლარი
კაბა მორთულია უამრავი მაქმანით, რაც პოპულარული გმირის - ბელის კაბის დიზაინს იმეორებს.
8. როკოკოს კოსტიუმი - 15 000 დოლარი
როკოკოს კოსტიუმი, რომლის ფასი 15 000 დოლარია, ასახავს როკოკოს ეპოქის სიმდიდრესა და სიდიადეს. უცნობი დიზაინერის მიერ შექმნილი კოსტიუმი ხელნაკეთია.
7. ქალთევზას ჰელოუინის კოსტიუმი - 25 000 დოლარი
კოსტიუმი ცნობილი დიზაინერის რუთ ე. კარტერის ნამუშევრებიდან ერთ-ერთია. მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გახდა ძალიან მოთხოვნადი.
6. Daft Punk მუზარადის რეპლიკა - 25 000 დოლარი
Daft Punk-ის მუზარადის რეპლიკაზე დიდი მოთხოვნაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული ასლის დიზაინერი უცნობია, იგი გამოირჩევა ხარისხიანი დეტალებით.
5. ბრილიანტის სამოსი - 1.6 მილიონი დოლარი
ბრილიანტის სამოსი (Diamond Encrusted Morph Suit) არის არაჩვეულებრივი და მდიდრული კოსტიუმი, რომლის ჩაცმაც ყველას არ შეუძლია.კოსტიუმი შექმნილია დიზაინერ გრეგორ ლოუსონის მიერ. მასში ნამდვილი ბრილიანტებია გამოყენებული.
4. ბერტ ლარის ლომის კოსტიუმი - 3 მილიონი დოლარი
ბერტ ლარის “მშიშარა ლომის“ კოსტიუმი არის ჰოლივუდის საკულტო ფილმის "ოზის ჯადოქრის" პერსონაჟის ფორმა. ამ კოსტიუმს აქვს უზარმაზარი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა და შექმნილია იმ დროის პოპულარული კოსტიუმების დიზაინერის, გილბერტ ადრიანის მიერ.
3. ოდრი ჰეპბერნის კაბა ფილმიდან "ჩემი მშვენიერი ლედი" - 4.5 მილიონი დოლარი
კაბა ხასიათდება ელეგანტური შავი და თეთრი ფერის სქემით. ეს კოსტიუმი საშუალებას აძლევს თაყვანისმცემლებს და კოლექციონერებს ატარონ ხელშესახები კინოს ისტორია.
2. მერლინ მონროს კაბა - 4.6 მილიონი დოლარი
მერლინ მონროს საკულტო კაბა, შექმნილია დიდი კოსტიუმების დიზაინერის უილიამ ტრავილას მიერ.მას სტატუსის გამო მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს.
1. NASA-ს ასტრონავტების კოსტიუმი - 9 მილიონი დოლარი
NASA-ს ასტრონავტთა კოსტიუმის დიზაინერი უცნობია, თუმცა ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ კოსტიუმად, რომელიც შეიძლება ჩაიცვათ ჰელოუინზე. კოსტიუმს აქვს ყველა გაჯეტი, რომ მისი ჩაცმა და მთელი ღამის განმავლობაში ტარება, მოსახერხებელი იყოს.
წყარო: rarest.org