სიფრთხილის გამოჩენით საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის.

„სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ხსენებულ დარღვევებზე დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ.