მეცნიერები ამბობენ, რომ კატასტროფული მოვლენა ესპანეთში კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, მოსულმა უხვმა ნალექმა, რომელსაც რიგ ადგილებში სეტყვა მოჰყვა, წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა. დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ასობით ავტომობილი.
"ეს მომაკვდინებელი წყალდიდობა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად საშიში გახდა კლიმატის ცვლილება მხოლოდ 1.3°C დათბობის პირობებში" - ამბობს ფრიდერიკ ოტო, ლონდონის იმპერიული კოლეჯის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.
კვლევებმა აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონი - სადაც 510 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - საშუალო მაჩვენებელზე 20%-ით სწრაფად თბება. ეს სანაპირო ზონებს წყალდიდობისა და ეროზიის რისკის ქვეშ ტოვებს.
„კლიმატის ცვლილების კონტექსტში, ამ ტიპის ინტენსიური მოვლენები უფრო გაიზრდება. გახდება ხშირი, უფრო ინტენსიური და, შესაბამისად, დესტრუქციული."
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა ხმელთაშუა ზღვას "კლიმატის ცვლილების ცხელ წერტილს“ უწოდებს, სადაც დაუცველობა მწვავდება.