1 თვეში ფულის გათეთრების 15 შემთხვევა დაფიქსირდა  - როგორია ფინანსური დანაშაულების სტატისტიკა

მიმდინარე წლის სექტემბერში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქსტატის სისხლის სამართლის დანაშაულების სტატისტიკაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს, საანგარიშო პერიოდში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 4 ფაქტი დაფიქსირდა, ცრუმეწარმეობის - 1, სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების - 2, ხოლო ფალსიფიკაციის 1 შემთხვევა.

ამავე სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში, მარკირებას

დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური

მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა მოხდა 11-ჯერ.

რაც შეეხება დანაშაულს ფულად საკრედიტო სისტემაში, საქსტატის მიხედვით, კრედიტის უკანონოდ მიღების 1 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღების ან გამოყენების 6.

როგორც მონაცემებშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლენილია - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 24 შემთხვევა, გადასახადისთვის თავის არიდების 8 და გულგრილობის 4 ფაქტი.

ნინი ქეთელაური