საქართველოში ელექტროძრავანი ავტომობილების იმპორტი 133%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში3 265 ერთეული (61.735 მლნ აშშ დოლარი) ელექტრო ძრავაზე მომუშავე მანქანა შემოიყვანეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1 402 ერთეული (38.435 მლნ აშშ დოლარი).
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს ყველაზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა აშშ-იდან რომელზეც მთლიანი იმპორტის 53% მოდის, შედეგია იაპონია 20%-ით და სამეულს ასრულებს ჩინეთი - 19%-ით.
უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-სექტემბერში იმპორტირებული ელექტრომობილები, რაოდენობის მხრივ, შემდეგ 5 ქვეყანაზე ნაწილდება:
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინური ელექტრომობილების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად მზარდია. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან 365 ერთეული (11.420 მლნ აშშ დოლარი) ელექტრო ძრავაზე მომუშავე მანქანა შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 198 (5.435 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის 9 თვეში - 35 (395.9 ათასი აშშ დოლარი), 2020 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 42 (820.2 ათასი აშშ დოლარი), 2019 წლის იანვარ-სექტემბერში - 8 (92.1 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.