მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება, მოთხოვნა შენელდა. 2023 წლის ივლისის Pew Research Center-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების ნახევარი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ განიხილოს ელექტრო მანქანებით მომავალშიც სარგებლობა, ხოლო 13% დარწმუნებულია, რომ არ სურს ის.
S&P Global Mobility-ის მთავარი ანალიტიკოსი, კრის ჰოპსონი თვლის, რომ მომხმარებლების უმეტესობისთვის ელექტრომობილებზე გადასვლა ცხოვრების წესის შეცვლას ნიშნავს. „ეს არის ცვლილება, რომლის შესრულებაც ბევრს არ სურს, ადამიანებს არ სურთ, რომ მათი ცხოვრების წესი მათი მანქანის გამო შეიცვალოს”, - ამბობს ის.
2023 წლის მაისში Bloomberg-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელ მძღოლებს სურთ, რომ მათმა ელექტრომობილმა მინიმუმ 300 მილი (482 კმ) ერთი დამუხტვით გაიაროს.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც პირველი მანქანები გამოვიდა ელექტრომობილების დიაპაზონი გაორმაგდა უმეტესობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ამ ნიშნულს. და ელექტრო მანქანებმაც კი, რომლებიც 250 მილის (402 კმ) ზევით შესაძლო დიაპაზონს გადიან, პრაქტიკაში შეიძლება ასე შორს მანძილს ვერ მიაღწიონ. სწორედ ამაში მდგომარეობს ამერიკელი მძღოლების მთავარი უკმაყოფილებაც. ისეთი რამ, როგორიცაა სითბოს ან კონდიციონერის გამოყენება, წვიმაში ან ქარში მგზავრობა, უფრო მაღალი სიჩქარით მართვა ან გაჩერებულ მოძრაობაში ჯდომა, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ეს დიაპაზონი.
S&P-ის ბოლოდროინდელმა ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გადადიან ელექტრომომარაგებაზე, მნიშვნელოვან იმედგაცრუებას განიცდიან. გამოკითხვამ, რომელიც არ მოიცავდა Tesla-ს მძღოლებს, რომლებიც დომინირებენ ბაზარზე, აჩვენა, რომ შინამეურნეობების თითქმის ნახევარს, რომლებიც არ ფლობენ Tesla-ს ელექტრომობილებს, გადაწყვეტილი აქვთ გაზზე მომუშავე მანქანა იყიდონ.
ამერიკის მომავლის მობილობის ცენტრის თანახელმძღვანელი, რასელ ჰენსლი თვლის, რომ ბევრი ამერიკელი უბრალოდ ელოდება უკეთეს ვარიანტს სატვირთო ელ-მანქანების ან ავტომობილების კატეგორიაში, ან შესაძლოა გარკვეული მწარმოებლის მიერ კონკრეტული მოდელის ელექტრო ვერსიის გამოშვებას ელოდება.