საკარნავალო ნაწარმის იმპორტი მაქსიმუმზეა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 5.596 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც გასულ წლებთან შედარებით მაქსიმალური მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მაჩვენებელი 2009 წლიდან ქვეყნდება).
შედარებისთვის, სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის 9 თვეში 4.210 მლნ აშშ ოლარის საკარნავალო ნაწარმის იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3.727 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 1.401 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 9 თვეში - 1.659 მლნ აშშ დოლარის, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში - 1.594 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.
მონაცემების თანახმად, საკარნავალო ნაწარმის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია ჩინეთი, ნიდერლანდები და უკრაინა.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც წელს აღნიშნული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა: