„ევროპის სახალხო პარტია“ - საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს ჩადენილი ყველა დარღვევა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მხარს უჭერს ქართველ ხალხს ბრძოლაში, თავისუფლად და ყოველგვარი დაშინების გარეშე აირჩიოს თავისი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორის, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ.

„ყველა დარღვევა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებმა ბოლო არჩევნების დროს ჩაიდინეს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.