სტოკჰოლმში მსოფლიოში ხის შენობების ყველაზე დიდი უბანი აშენდება (+ფოტო)

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მსოფლიოში ხის შენობების ყველაზე დიდი უბანი აშენდება. პირველი რამდენიმე შენობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება ქალაქში 2026 წელს იგეგმება.

როგორც europulse წერს, 250 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე დაწყებულია. ათი წლის განმავლობაში იგეგმება 2 ათასი საცხოვრებლის და 7 ათასი საოფისე ფართის, ასევე რესტორნებისა და მაღაზიების აშენება.

stok1-1730460139.jpg

ბეტონისა და ფოლადის მშენებლობებთან შედარებით, ხის გამოყენება მავნე გამონაბოლქვს 40%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ხე არის ნახშირბადის სეკვესტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგი, რომელსაც ხეები ატმოსფეროდან იღებენ, ინახება და მისი გამოიყოფა აღარ ხდება.

შენობების მზიდი კონსტრუქციები დამზადდება ლამინირებული ხისგან, რომელიც თავისი ბუნებით საკმაოდ ცეცხლგამძლეა. გარდა ამისა, შენობებს ექნებათ რამდენიმე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

saxliii-1730460169.jpg

იმის გამო, რომ ხის სახლები ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ტრადიციული, მათი საძირკველი შეიძლება ნაკლებად ღრმა იყოს. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობისთვის ნაკლები ბეტონი იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, ეს სამშენებლო ტექნოლოგია დიდ ხმაურს არ გამოუწვევს და არ დაარღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდეს.

stokkk-1730460160.jpg