თბილისსა და ბათუმში შრი-ლანკის  საკონსულოები გაიხსნება

თბილისსა და ბათუმში შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საკონსულოები გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებებშია საუბარი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, „საქართველოს საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 და მე-5 მუხლის შესაბამისად, გაიცეს თანხმობა ქალაქ თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით , შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების გახსნის თაობაზე“.

მთავრობამ, ანალოგიური შინაარსის განკარგულება გამოსცა ბათუმში შრი-ლანკის საკონსულოს გახსნის თაობაზეც.

ცნობისთვის, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური სახელმწიფო ეს არის ტროპიკული კუნძულოვან ქვეყანა. მას სტრატეგიული პოზიცია უჭირავს ინდოეთის ოკეანეში სავაჭრო გზებზე შორეულ აღმოსავლეთს, აფრიკასა და ევროპას შორის.

ამ დროისთვის, საქართველოს ქვეყანასთან სავიზო მიმოსვლა აქვს.

ნინი ქეთელაური