OpenAI უშვებს საძიებო სისტემას, რომელიც ChatGPT-ზეა დაფუძნებული

ამერიკულმა OpenAI-მ გამოაცხადა, რომ იწყებს საძიებო სისტემის გაშვებას, რომელიც ChatGPT-ზეა დაფუძნებული.

პირველ ეტაპზე ძებნა ხელმისაწვდომი იქნება ChatGPის მომხმარებლებისთვის, რომლებმაც ფასიანი გამოწერა გააკეთეს, შემდეგ კი სხვებისთვის.

ივლისში კომპანიამ განაცხადა, რომ ტესტირებას ახორციელებს ინტერნეტის ძიების ახალი ფუნქციების „დროებით პროტოტიპის“ ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების გამოყენებით. პროტოტიპი ხელმისაწვდომი გახდა მომხმარებელთა და გამომცემელთა მცირე ჯგუფისთვის.

OpenAI აღნიშნავს, რომ საძიებო სისტემა შეიქმნა მისი ახალი ამბების პარტნიორების, მათ შორის AP და News Corp.-ის მხარდაჭერით.

მოსალოდნელია, რომ ChatGPT ახლა შეძლებს უპასუხოს კითხვებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იყო შეტანილი მის საცდელ ვერსიაში.

ნათია ზარიძე