გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათივე განმარტებით, დახმარება განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი განისაზღვრება სოციალური ქულების მიხედვით.

მერიაში აცხადებენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში (დოკუმენტის ბმული -https://gori.gov.ge/uploads/2023_wlis_socialuri_da_jandacvis_programa.pdf)