ეროვნული ვალუტა მიმდინარე კვირაში დოლართანაც და ევროსთანაც გაუფასურდა.
28 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.57 თეთრით გაუფასურდა.
ევროს კურსმა 2.9484 ლარი შეადგინა. მანამდე მოქმედი კურსი 2.9442 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა.
29 ოქტომბერს ლარი დოლართან 1.53 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 1.39 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად დოლარის კურსი 2.7408 ლარი და ევროს კურსი 2.9623 ლარი გახდა.
30 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7468 ლარი გახდა. ლარი მასთან მიმართებით 0.60 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა ევროსთან მიმართებით, რომლის კურსმა 2.9759 ლარი შეადგინა. გაუფასურების მაჩვენებელი 1.36 თეთრი იყო.
31 ოქტომბერს ლარი დოლართან მიმართებით მცირედით, 0.41 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მისმა კურსმა 2.9810 ლარი შეადგინა. მასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა კურსი 0.51 თეთრით გაუფასურდა.
1-ელ ნოემბერს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, ლარი დოლართან მიმართებით 1.63 თეთრით გამყარდა და ევროსთან მიმართებით 2.15 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, დოლარის კურსი 2.7264 ლარი და ევროს კურსი 2.9595 ლარი გახდა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.66 თეთრით და ევროსთან მიმართებით 1,53 თეთრით გაუფასურდა.