2024 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანია „თელასმა“ 2,768 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,7% (173 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2023 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. ამის შესახებ ოპერაციული მაჩვენებლების მონაცემებშია აღნიშნული.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,7%-ით (27,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 772 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 691,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 80,7 ათასი – იურიდიული პირი.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით. კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 000 კმ შეადგინა, რაც 2,9%-ით (196 კმ-ით) აღემატება 2023 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 804 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.