ღვინის ეროვნული სააგენტოს III კვარტლის ანგარიშის მიხედვით, 9 თვის განმავლობაში განხორციელებული კონტროლის შედეგად, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 115 ნიმუშში აღმოჩნდა დარღვევა.
„ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2024 წლის 9 თვეში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 75 კომპანიაში, აღებული ნიმუშის რაოდენობა იყო 1462, დარღვევა აღმოჩნდა 10 კომპანიის 15 ნიმუშში.
9 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 6 კომპანიაში, აღებული ნიმუშების რაოდენობა იყო 52, დარღვევა 1 კომპანიის 21 ნიმუშში აღმოჩნდა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „BureauVeritas“და „SGS“-ის მიერ ინსპექტირება განხორციელდა 59 კომპანიაში, აღებული ნიმუშების რაოდენობა არის 321, დარღვევა აღმოჩნდა 2 კომპანიის 6 ნიმუშში.
შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე, აღებული ნიმუშების რაოდენობა იყო 136 აქედან 73 ნიმუშში აღმოჩნდა დარღვევა“,- აღნიშნულია ანგარიშში.