ოქტომბერში თურქეთის ექსპორტმა ყველა დროის მაჩვენებელს გადააჭარბა

თურქეთის ექსპორტი ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა და 23 მილიარდ 600 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა ანტალიაში თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის (TİM) ხელმძღვანელთან მუსტაფა გიულტეპესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ეს ოქტომბრის ყველაზე მაღალი საექსპორტო მაჩვენებელია რესპუბლიკის მთელ ისტორიაში.

ბოლატმა გაიხსენა, რომ გასულ წელს თურქეთის ექსპორტის მოცულობამ ოქტომბერში 22,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„ანუ ზრდა 800 აშშ მილიონ დოლარზე მეტი იყო. ოქტომბერში ექსპორტი ოქროსა და ენერგიის გარეშე 8,6%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით და 22,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამრიგად, რესპუბლიკის ისტორიაში ბოლო 15 თვის რეკორდი დავამყარეთ“, - დასძინა დეპარტამენტის უფროსმა.

ნათია ზარიძე