უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ - ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი

„უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ”, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტის წევრმა რიჰო ტერასმა განაცხადა.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ სანქციები უნდა დაწესდეს მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ ადამიანს წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის ანტიდემოკრატიულ განვითარებას უწყობდა ხელს.

„ჩემი აზრით, ახლა სანქციებზე უნდა ვკონცეტრირდეთ, სანქციებზე ივანიშვილისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც გასული წლების განმავლობაში შეამცირეს ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობა, ვინც მანიპულირებას ახდენდა მედიით, ფლობდა მედიას და არ აძლევდა საშუალებას ოპოზიციას, რომ იქ საკუთარი აზრი გაეჟღერებინა - ეს ანტიდემოკრატიული განვითარების კლასიკური მაგალითია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ”, - განუცხადა „ამერიკის ხმას“ თადარიგის გენერალმა და ევროპარლამენტის წევრმა რიჰო ტერასმა.

მერი ტაბატაძე