სად უფრო ძვირი/იაფია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ბინის ქირა

Numbeo-ს 2024 წლის სტატისტიკის თანახმად, ერთ საძინებლიანი ბინის ქირის საშუალო ფასი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქების ცენტრალურ უბნებში ყველაზე ძვირი მოსკოვში, ხოლო ყველაზე იაფი ბაქოშია.

სტატისტიკაში მოცემულია სამ საძინებლიანი ბინების ფასებიც ცენტრალურ უბნებში. რეიტინგის მიხედვით, ამ შემთხვევაში ბინის ქირაობა ყველაზე ძვირი მოსკოვში ჯდება, ყველაზე იაფი კი ბაქოში.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს მონაცემები ასე გამოყურება: ერთ საძინებლიანი ბინის ქირაობა თბილისის ცენტრში საშუალოდ 587 დოლარი ჯდება. 3 საძინებლიანი ბინის ქირის ფასი კი დედაქალაქის ცენტრში საშუალოდ 1 042 დოლარს აღწევს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების დედაქალაქების ცენტრალურ უბნებში ერთი და სამ საძინებლიანი ბინების ქირის საშუალო ფასები ასე გამოიყურება:

ერევანი - ერთ საძინებლიანი - 942 დოლარი, სამ საძინებლიანი - 1 566 დოლარი;

ბაქო - ერთ საძინებლიანი - 472 დოლარი, სამ საძინებლიანი - 936 დოლარი;

ანკარა - ერთ საძინებლიანი - 590 დოლარი, სამ საძინებლიანი - 971 დოლარი;

მოსკოვი - ერთ საძინებლიანი - 970 დოლარი, სამ საძინებლიანი - 2 028 დოლარი.

მერი ტაბატაძე