ქართული მანდარინის ექსპორტი გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 9 431 ტონა 5.4 მილიონი დოლარის ღირებულების მანდარინი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1 980 ტონა 1.1 მილიონი დოლარის პროდუქცია.
მიმდინარე წელს 1 კგ. ქართული მანდარინის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 57 ცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელსაც ექსპორტი დაახლოებით იგივე თანხა ჯდებოდა.
ქართული მანდარინის ძირითადი საექსპორტო ბაზარია რუსეთია. კერძოდ, წელს 9 თვეში საქართველოდან რუსეთში 4.85 მილიონი დოლარის ღირებულების 8 068 ტონა მანდარინი გავიდა, რაც მანდარინის ექსპორტის 86%-ს შეადგენს.
რაც შეეხება იმპორტს, წელს ქვეყანაში შემოვიდა 3.06 მილიონი დოლარის ღირებულების 4 707 ტონა პროდუქცია, ხოლო გასული წლის 9 თვეში 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების 3 273 ტონა მანდარინი.
საქართველო მანდარინს ძირითადად თურქეთიდან ყიდულობს. მაგალითისთვის, წელს აღნიშნული ქვეყნიდან 2.93 მილიონი დოლარის ღირებულების 4 518 ტონა მანდარინი შემოვიდა, რაც იმპორტის 96%-ია.