როგორ აქცია ერთმა პოლიტიკოსმა იაპონიის პატარა ქალაქი, მსოფლიოს „სათვალეების დედაქალაქად“

იაპონია განთქმულია თავისი გამოცდილი ხელოსნებით და ოსტატებით, რომლებიც ტრადიციებისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ, თუმცა არც ახალი მასალებისა და ტექნიკის მოდერნიზებას ერიდებიან.

სპეციფიური და ძვირფასი ხელნაკეთობებით, ქვეყნის არაერთი ნაწილია მსოფლიოში ცნობილი. მათ შორისაა ტოკიოდან მატარებლით დაახლოებით 3,5 საათის სავალზე მდებარე პატარა ქალაქი - საბაე.

პატარა დასახლებაში, თავის დროზე ეკონომიკა არ იყო აყვავებული. თუმცა მას შემდეგ, რაც გიგანტურ ქვეყანაში, საკუთარი გამორჩეული ნიშა დაიკავა, ქალაქი კომფორტული და მიმზიდველი გახდა.

satvale-1730635781.jpg

როგორ მოხდა ეს?

საბაე დღეს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც იაპონიის “სათვალეების დედაქალაქი“. დღეს ქალაქი ქვეყანაში წარმოებული ჩარჩოების 90%-ზე მეტს აწარმოებს.

სათვალის ქანდაკებები და ნიშნები შეგიძლიათ მთელს ქალაქში იხილოთ. იქვეა მუზეუმი და ტარდება “სათვალის ფესტივალიც“.

ერთ დროს, არაფრით გამორჩეული საცხოვრებელი ზონა, დღეს მსოფლიოს ტურისტებს იზიდავს და საინტერესო იმიჯით ღირსეულად უმასპინძლდება კიდეც.

hadkjadshk-1730635813.jpg

სათვალის დამზადების ხელოვნება

საბაე იაპონიის მთავარ კუნძულ ჰონსუზე მდებარეობს და საუკუნეზე მეტია ხარისხიან სათვალეებს აწარმოებს.

ეს ყველაფერი 1905 წელს დაიწყო, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ქალაქში, ადგილობრივი ფერმერებისთვის თავიანთი ხელობის სასწავლებლად, გამოცდილი ხელოსნები მიიწვია.

იქ დარჩენის შემთხვევაში კი ხელოსნებს უფასო საცხოვრებლებს და დასახლებისთვის ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდნენ. სტრატეგიამ შედეგი გამოიღო - დღეს ქალაქში 100-ზე მეტი კომპანიაა, რომელიც მხოლოდ სათვალეებს ამზადებს. ისინი საერთაშორისო ბრენდებთანაც თანამშრომლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სტუდიები უახლეს დანადგარებს იყენებენ, მათი წარმოებული აქსესუარი ელიტურად ითვლება, რადგან ოსტატები საკუთარ ნიშნას უსვამენ ხაზს.

გარდა საბაესა, ფუკუის პრეფექტურაში უამრავი საინტერესო ქალაქია - თითოეულს საკუთარი გამორჩეული ნიშა აქვს აღებული და გამორჩეული ტურებიც ტარდება.

მაგალითად, ერთ ლოკაციაზე შეგიძლიათ იხილოთ უძველესი არქიტექტურს, მეორეზე - ისტორიული ადგილები და ტაძრები, შემდეგ ახალი ატრაქციონებით, ზოოპარკი, რომელიც ცნობილია თავისი წითელი პანდებით და ა.შ.

თუმცა, საკვები ფუკუის ნებისმიერი ვიზიტორის მთავარ სისუსტედ რჩება. პრეფექტურა არის ბრინჯის მთავარი მწარმოებელი, აქ ასევე არის ზღვის პროდუქტების პორტი, რაც დიდ გავლენას ახდენს სუშის მოყვარულებზე.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი