ხინკალი რესტორანში ისევ ძვირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანში ხინკლის ფასი 12.5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მის ინგრედიენტებს, სტატისტიკის მიხედვით, ძროხის ხორცი 3%-ით არის გაძვირებული, ძროხის ხორცის ფარში 4%-ით, მარილის ღირებულება კი გაზრდილია 5.4%-ით.
თუმცა, გაიაფებულია: ღორის ხორცი 3%-ით, სანელებლები 0.13%-ით, მწვანილი 0.41%-ით, ფქვილი - 0,41%-ით.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს ოქტომბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ლუდი 11.4%-ით არის გაძვირებული, ბარში მისი დაგემოვნება კი 10.8%-ით.
სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ასევე მომატებულია ზოგადად რესტორანში სადილის ღირებულება, 3.1%-ით, ყავა კაფეში 5.4%-ით გაძვირდა, ხაჭაპური კაფეში 3.8%-ით, ხაჭაპური საცხობში 1.5%ით.
ცნობისთვის, საქსტატის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.