რა ქონებებს ფლობენ კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი

5 ნოემბერს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. სწორედ ამ მოვლენისადმი არის მიმართული მთელი სამყაროს ყურადღება, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გახდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს მეთაური.

ამერიკის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან: დემოკრატიული პარტია - კამალა ჰარისი; რესპუბლიკური პარტია - დონალდ ტრამპი; ლიბერტარიანული პარტია - ჩეს ოლივერი; მწვანეთა პარტია - ჯილ სტეინი და დამოუკიდებელი კანდიდატი - კორნელი ვესტი.

მიუხედავად ხუთი კანდიდატისა, ძირითადი ბრძოლა კამილა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის გაიმართება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ქონებებს ფლობენ კამილა ჰარისი და დონალდ ტრამპი:

კამალა ჰარისი

Forbes-ის თანახმად, კამალა ჰარისის წმინდა ქონება შეფასებულია დაახლოებით 8 მილიონ დოლარად, მისი მეუღლის, დუგლას ემჰოფის ქონებასთან ერთად. ეს თანხა 2021 წლის 7 მილიონი დოლარიდან გაიზარდა და დაახლოებით 20-ჯერ აღემატება ამერიკელების საშუალო წმინდა ღირებულებას მათ ასაკობრივ ჯგუფში.

დონალდ ტრამპი

ოქტომბერში დონალდ ტრამპის წმინდა ქონება გაორმაგდა და 4 მლრდ დოლარიდან 8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება მისი მედია კომპანიის Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასი გაიზარდა.

ამჟამად ტრამპი 357-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.

რაც შეეხება, სხვა კანდიდატებს, ჯილ სტეინის წმინდა ქონება 37 მლნ დოლარის შეადგენს. აქედან მემკვიდრეობით სტეინს 10 მლნ დოლარი აქვს მიღებული. სტეინი ფლობს 9 მლნ დოლარის ინვესტიციებს საფონდო ბირჟებსა და წარმოებებში, მათ შორის კომპანიებში - Chevron, Pfizer, Boeing, Microsoft, Walmart და ა.შ. სტეინი ასევე ფლობს 1 მლნ დოლარის ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებს.

კორნელი ვესტის ქონება 500 ათას დოლარს შეადგენს.

ეკა დარჩიაშვილი