განათლების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება.

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ კანონში შევიდა.

მთავრობის დადგენილებით, მინისტრს ახლა უკვე 5 მოადგილე ეყოლება, იქამდე კი მოადგილეების რაოდენობა ოთხს შეადგენდა.

დადგენილება დღეიდან, 2024 წლის 5 ნოემბრიდან ამოქმედდა.

მერი ტაბატაძე