ირანის ეროვნული ვალუტის კურსი ყველა დროის მინიმუმამდე დაეცა

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისა და ისრაელთან მიმდინარე ომის ფონზე, ირანის ეროვნული ვალუტა ყველა დროის მინიმუმამდე დაეცა.

ინფორმაციას AP ავრცელებს. მედიის იუწყება, რომ მოვაჭრეების განცხადებით, თეირანში 1 დოლარის შეძენა 703 000 რიალად არის შესაძლებელი. Coin Codex-ს მონაცემების თანახმად კი ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 49 751 ირანული რიალია.

გამოცემის ცნობით, კურსი დღის განმავლობაში შესაძლოა, შეიცვალოს. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ირანის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის გამყარების მიზნით შესაძლოა, ბაზარს შედარებით მყარი ვალუტა მიაწოდოს.

AP-ი წერს, რომ თეირანში მოქალაქეებს აქვთ მოლოდინი, რომ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს, რაც ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონს გააუარესებს.

მერი ტაბატაძე