მთავრობამ „ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა რიგი ვალდებულებები, რაც ტექნიკის მიმწოდებლებს უჩნდებათ.
მოთხოვნები არ გავრცელდება შემდეგი ტიპის კონდიციონერებზე:
ამასთანავე, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ჰაერის კონდიციონერის მიმწოდებლის ვალდებულებები, კერძოდ:
კონდიციონერის შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
აღსანიშნავია ისიც, რომ კონდიციონერის შესახებ რეკლამაში ენერგოეფექტურობის კლასი უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ რეკლამა ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 31 დეკემბრიდან შედის.
შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ საქართველოში გარდა კონდიციონერებისა, იცვლება სარეცხის მანქანების, მაცივრების, ნათურებისა და სხვა მოწყობილობების რეალიზაციის წესები. უფრო კონკრეტულად, საუბარია, ენერგოეტიკეტირებაზე, რომელიც მყიდველისთვის თვალსაჩინო ადგილას, გასაგებ, ამასთან, ქართულ ან ინგლისურ ენებზე უნდა იყოს განთავსებული.