ახალი რეკორდის მოლოდინში - Galt&Taggart-ის პროგნოზით, საქართველო ტურიზმიდან 4.4 მლრდ-ის შემოსავალს მიიღებს

2024 წლის ბოლოს საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტი“ მიმოხილვაში.

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლები მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. იმ შემთხვევაში თუ პროგნოზი გამართლდა, გამოდის, რომ ტურიზმის შემოსავლები წელს 7.3%-ით გაიზრდება და ახალი რეკორდული ნიშნულიც მიიღწევა.

„აზიის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ძლიერი ზრდა, პირდაპირი ფრენების ზრდასთან ერთად, 2024 წლისთვის ტურიზმიდან შემოსავლების მდგრად ზრდაზე მიუთითებს,“ - ვკითხულობთ კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის 1-ელ სამ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან რეკორდულად ბევრი, 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 8%-იან ზრდაზე მიანიშნებს.

სექტორში შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო იყო რუსეთი (295 მილიონი დოლარი), ევროკავშირის ქვეყნები (210 მლნ დოლარი), ისრაელი (147 მლნ დოლარი)და საუდის არაბეთი (75.5 მლნ დოლარი).

მერი ტაბატაძე