2024 წლის მესამე კვარტალში Airbnb-ის საშუალებით თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 195.4 ათასი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაში.
გარდა დედაქალაქისა, აღნიშნული პლატფორმით ჯავშნები გაიზარდა ბათუმშიც. კერძოდ, მესამე კვარტალში ბათუმში სულ 168.6 ათასი ჯავშანი გაკეთდა, რაც წლიურად 24.6%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში სასტუმროების ფასებიც გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, თბილისში ერთი ღამით განთავსების ღირებულება საშუალოდ 55 დოლარი იყო, რაც წლიურად ფასების 2%-ით ზრდას ნიშნავს.
ზღვისპირა ქალაქში კი მესამე კვარტალში ფასები 1.5%-ით გაიზარდა და სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ფასმა საშუალოდ 55 დოლარი შეადგინა.