World's Best Vineyards-მა 2024 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახის რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში მოხვდნენ ვენახები ესპანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ასევე საქართველოდან.
როგორც World's Best Vineyards-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ჯილდოს ორგანიზატორებმა “შატო მუხრანი” (Château Mukhrani) 2024 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის შეიყვანეს. “შატო მუხრანი” საქართველოდან ერთადერთი მეღვინეობაა, რომლის ვენახსაც მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 69-ე ადგილი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ World's Best Vineyards-ის 2023 წლის სიაში “შატო მუხრანის” ვენახს 47-ე ადგილი ეკავა, მაშინ, როცა 2022 წელს 81-ე პოზიციაზე იყო.საუკეთესო ვენახების სიას ექსპერტთა საბჭო ადგენს, რომელიც მათ მსოფლიოს თითოეული რეგიონიდან ირჩევს. კენჭისყრაში ღვინისა და ტურიზმის სულ 36 ექსპერტი მონაწილეობს.
თითოეულ მათგანს ხმის მიცემა შვიდი მეღვინეობისთვის და ვენახისთვის შეუძლია. ამასთან, არ არსებობს წინასწარი სია, რომელიც საექსპერტო კომისიის წევრებისთვის შეიძლება, შეეთავაზებინათ და ისინი თავიანთ ვარიანტებს თავად აჟღერებენ.
World's Best Vineyards-ის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ვენახების სიაში ევროპის, ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ვენახები შედის. თუმცა მათი უმრავლესობა ევროპულია.
რაც შეეხება ტოპ 10-ეულს, მასში ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ვენახები დომინირებს. კერძოდ, დაჯილდოების ორგანიზატორების მონაცემებით, საუკეთესო 10-ეულში სამი ვენახი ესპანეთიდან, ორ-ორი საფრანგეთიდან და გერმანიიდან, ხოლო თითო-თითო ჩილედან, სამხრეთ აფრიკიდან და არგენტინიდან მოხვდა.
მსოფლიოს საუკეთესო ვენახების 2024 წლის ტოპ 10-ეულია:
ცნობისთვის: „შატო მუხრანი“ პირველი ქართული შატოა. მისი საქმიანობა მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას ეფუძნება, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა, ივანე მუხრანბატონმა შექმნა. შატოს კონცეფცია მოიცავს 4 ძირითად ფასეულობას, როგორიც არის საკუთარ ვენახები, მიწისქვეშა მარნები, სასახლე და ისტორია.
2003 წელს საერთაშორისო ჯგუფ “Marussia Beverages”-მა ქართველ პარტნიორებთან ერთად კომპანია, “შატო მუხრანი” დააფუძნა. შედეგად, აღდგენილ იქნა ღვინის საწარმო, ვენახები, მარნები, საჯინიბო და მუხრანბატონის სასახლე. 2007 წელს “შატო მუხრანი” თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობას იწყებს. ამჟამად კომპანია ქართულ ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელ ჭაჭას აწარმოებს, რომლის დისტრიბუციაც როგორც “Marussia Beverages“-ის, აგრეთვე, ჯგუფის არაწევრი კომპანიების მიერ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ხდება.მოამზადა ლადო სულაბერიძემ
მოამზადა ლადო სულაბერიძემ