გადახდის ინიციირების მომსახურება არის ინოვაციური გადახდის მეთოდი რომელიც დაფუძნებულია ღია ბანკინგის ტექნოლოგიაზე და საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიხადოს პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულება პირდაპირ თავისი საბანკო ანგარიშიდან ინტერნეტ ბანკინგის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით, საბარათე მონაცემების მითითების გარეშე. აღნიშნული გადახდების მეთოდი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებს შორის ევროპის ბაზარზე, მისი სიმარტივის, სისწრაფის, კომფორტის და საკომისიოს გამო. აღნიშნული გადახდის მეთოდი საქართველოში პეისერა ბანკის მეშვეობით უკვე შესაძლებელია.
რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებენ გადახდის ინიციირების მომსახურების პოპულარობას?
ტექნოლოგიური წინსვლა და ციფრული სამყაროს სწრაფი ტემპით განვითარება, ხელს უწყობს გადახდის ინიციირების მომსახურების პოპულარობის ზრდას ევროპაში და მთელს მსოფლიოში. დღესდღეობით, ევროპული ბაზრის მომხმარებელთა თითქმის 73% იცნობს გადახდის ინიციირების მომსახურების მეთოდს. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 90%-ია, ხოლო ნიდერლანდებში — 97%. 18-29 წლის მომხმარებელთა 33%-ზე მეტი მას იყენებს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად. ძირითადი მიზეზები, რის გამოც მომხმარებლები ირჩევენ გადახდის ინიციირების მომსახურებას, არის სისწრაფე (42%) და უსაფრთხოება (59%). მომხმარებლების 54%-მა აღნიშნა მისი მარტივი გამოყენება.
რატომ ირჩევენ მომხმარებლები გადახდის ინიციირების მომსახურებას?
მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია გადახდების შესრულებისა სისწრაფე, მოქნილობა, უსაფრთხოება და საკომისიოს ოდენობა. მომხმარებლების 42%-ს ირჩევს მას სწრაფი ტრანზაქციებისთვის, ხოლო 59%-მა აღნიშნა უსაფრთხოება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს აღარ უწევს საბარათე მონაცემების შეყვანა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გადახდის შესრულების დროს. ბარათით გადახდისას თუ მინიმუმ ხუთი მოქმედების შესრულება არის საჭირო, გადახდის ინიციირების მომსახურებით გადახდისას სულ ორი ნაბიჯია საკმარისი, რომ გადახდა შესრულდეს. მომხმარებელი უბრალოდ შედის საკუთარ ინტერნეტ/მობაილ ბანკში, სადაც უკვე გამზადებული გადახდა ხვდება და მხოლოდ ადასტურებს. მომხმარებლისთვის გადახდა საკომისიოს გარეშე სრულდება და მერჩანტს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.
გადახდის ინიციირების მომსახურების უპირატესობები
გადახდის აღნიშნული მეთოდი დაფუძნებულია ღია ბანკინგის ფუნქციონალზე და მის უსაფრთხოებას საქართველოს ეროვნული ბანკის და ევროპის დირექტივები უზრუნველყოფს (PSD2), რომელიც ავალდებულებს ყველა ბანკს შექმნას აღნიშნული დირექტივებით განსაზღვრული API (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი) მონაცემების უსაფრთხოდ გაცვლისთვის. გადახდის ინიციირების მომსახურება იყენებს არსებულ საბანკო ინფრასტრუქტურას და ტექნოლოგიებს, როგორიცაა ანგარიშიდან ანგარიშზე მყისიერი გადახდები.მნიშვნელოვანია საკომისიოს ოდენობა, რომელიც ორჯერ და სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული საბანკო ბარათებით გადახდებისას, რადგან აღნიშნულ მეთოდში არ მონაწილეობს მესამე მხარე, საგადახდო სისტემა, რომელიც დამატებით საკომისიოს გადახდას აკისრებს ბანკს.
გადახდების მიღება დროის რეალურ რეჟიმში, რაც გულისხმობს რომ საბარათე გადახდების ანგარიშზე ჩარიცხვას თუ რამოდენიმე დღე სჭირდება, აღნიშნული მეთოდით მიღებული გადახდები დროის რეალურ რეჟიმში აისახება მერჩანტის ანგარიშზე, არასამუშაო და დასვენების დღეების მიუხედავად.
მარტივი ინტეგრაცია - მერჩანტებს/სერვისის მომწოდებლებს საშუალება აქვთ პეისერას API-ების მეშვეობით, ერთი ინტეგრაციით ყველა ბანკი დააინტეგრირონ თავიანთ სისტემაში, რომელიც საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ქართული ბანკებიდან, არამედ ევროპის 100-ზე მეტი ბანკიდან მიიღონ გადახდები. პეისერა ბანკი არის ერთადერთი ბანკი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ბანკების ინტეგრაციასაც, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს გააფართოონ ბიზნესი და მათი პროდუქცია/მომსახურება გაიტანონ საქართველოს ფარგლებს გარეთ.
როგორ მუშაობს გადახდის ინიციირების მომსახურება?
აღნიშნული პროცესი რამოდენიმე ნაბიჯისგან შედგება:
რატომ ჩაანაცვლებს გადახდის ინიციირების მომსახურება საბანკო ბარათებით გადახდებს?
(R)