eCommerce Day 2024 შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება

ელექტრონული კომერციის რიგით მეორე ღონისძიება 29 ნოემბერს ჩატარდება.

კონფერენციის ფორმატი მსმენელებს საშუალებას აძლევს გაიცნონ საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები, შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაეცნონ მთავარ გამოწვევებს და ხელი შეუწყონ საკუთარ ბიზნესში ინოვაციების დანერგვას.

რეგიონული სიახლეები, ინოვაციები და იქომერსი საქართველოში - ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც ქართველი და უცხოელი სპიკერები ისაუბრებენ.

ღონისძიებაზე ვიხილავთ ისეთ იქომერს კომპანიების წარმომადგენლებს, როგორებიცაა: Amazon Web Services, eBay, Flitt და ბევრი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანია.

„გვიხარია, რომ უკვე მეორედ ვატარებთ ელექტრონული კომერციის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც გააერთიანებს ელექტრონული კომერციის მოთამაშეებს, ინოვაციურ ბიზნესებს და ინდუსტრიის ლიდერებს, რათა განვიხილოთ ელექტრონული კომერციის მომავალი საქართველოში და რეგიონში. ჩვენი მისიაა შევქმნათ ძლიერი და ღირებული კავშირები, რომლებიც ხელს შეუწყობს ზრდას და ინოვაციას ამ სწრაფად განვითარებად სფეროში. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ TrustMark-ის როლი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხისა და სანდოობის სტანდარტების დაცვას ადგილობრივ ბაზარზე.“ - აცხადებს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე ვლადიმერ კანდელაკი.

კონფერენციის პარტნიორები არიან: USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, EBRD მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი და ევროკავშირი.

ოქროს პარტნიორები საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark

სპონსორები: ავერსი, Delivo, Flitt, Glovo, Quissly, Solvit, Veli.Store და Wolt.

ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან: Entrepreneur, Formula, BM.ge, ambebi.ge, BPN და პალიტრა

იქომერს დღე 2024-ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე.

(R)