წელს ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კივიის ფასი 52%-ით გაიზარდა. შედეგად, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ის მეორე ადგილს იკავებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში კივის იმპორტი მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, მონაცემების თანახმად, 2024-ის საანგარიშო პერიოდში 1 980 ტონა (1.108 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება). შედარებისთვის, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ 1 752 ტონა (881.2 ათასი აშშ დოლარი) კივი იყიდა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 509 ტონა (649.9 ათასი აშშ დოლარი), 2021 წლის იანვარ-სექტემბერში - 937 ტონა (429 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.
მონაცემების მიხედვით, წელს 9-თვიან ჭრილში 1 კგ იმპორტირებული კივის საშუალო ფასი დაახლოებით, 56 ცენტს შეადგენდა, წინა წლის იგივე პერიოდში 50 ცენტს.
რაც შეეხება ქვეყნებს, საინადაც წელს, იანვარ-სექტემბერში პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, ესენია, ირანი, თურქეთი და ნიდერლანდები.
უფრო კონკრეტულად:
შენიშვნა: ფასები გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე