მხოლოდ ერთ თვეში, სექტემბერში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ - 93 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში კი - 1 238.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში შესული საჩივრიდან 86 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 7 - სალომბარდე სესხებს.
რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, აღნიშნული საჩივრებიდან 84 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 5 - საპროცენტო შენატანებზე, 1 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 91-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ხოლო 2-ის შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე სესხის გამცემი 164 სუბიექტი ოპერირებს.