დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ფონიჭალა, მარნეული, გუგუთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ფონიჭალა, მარნეული, გუგუთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე შეაფასეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ორივე პროექტის ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

„პროექტის ფარგლებში, სოფელ მაშავერაში დაახლოებით 2 კილომეტრიანი ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა, ხოლო სიონის ქუჩაზე ასფალტის საფარი.

ორივე პროექტის ღირებულება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2 000 000 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.