მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 0.17 თეთრით გამყარდა - როგორი იყო კვირის დინამიკა

მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.

4 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი მასთან მიმართებით 0.16 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, მისმა კურსმა 2.9738 ლარი შეადგინა. მანამდე მოქმედი კურსი 2.9595 ლარი იყო. შესაბამისად, მასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 1.43 თეთრით გაუფასურდა.

5 ნოემბერს ლარი დოლართან მიმართებით 0.33 თეთრით გამყარდა, რის შედეგად გაცვლითი კურსი 2.7247 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2.9677 ლარი გახდა.

6 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, კურსი არ შეცვლილა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9288 ლარი გახდა. ლარი მასთან მიმართებით 3.89 თეთრით გამყარდა.

7 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7328 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი მასთან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა.

ევროს კურსმა 2.9389 ლარი შეადგინა. ცვლილება 1.01 თეთრი იყო.

8 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. ლარი მასთან მიმართებით 0.81 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება ევროს, მისი 2.9345 კურსი ლარი გახდა. ლარი მასთან მიმართებით 0.44 თეთრით გამყარდა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში, ლარი დოლართან მიმართებით 0.17 თეთრით და ევროსთან მიმართებით 0.25 თეთრით გამყარდა.

ნათია ზარიძე