„წელს მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია, 1-1,5 წლის საქონელს 1000 ლარად ვყიდით“ - ფერმერი

„წელს მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია, 1-1,5 წლის საქონელს 1000 ლარად ვყიდით“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერმა სენაკის მუნიციპალიტეტიდან ჯუმბერ ძაძამიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა ძირითადად მოზვრებზეა. კილოგრამის ფასი კი, წინა წელთან შედარებით, რამდენიმე ლარით არის გაზრდილი.

„საქონელს 1-1,5 წლიდან ვყიდით. მოთხოვნა ძირითადად მოზვრებზეა. ხშირად ჩამოდიან აღმოსავლეთ საქართველოდან და მიჰყავთ გასამრავლებლად.

ამ ასაკის ხბოების ფასი 1000 ლარამდეა და იანგარიშება ხორცის წონის მიხედვით. სუფთა ხორცი თუ გამოდის 50 კგ, 1კგ-ის ფასი 20 ლარზეა, შესაბამისად, ასე გამოდის

წინა წელს 1კგ-ის ფასი 16-17ლარი იყო. ყველაზე საუკეთესო ხორცის კი - 18 ლარი, წელს, როგორც გითხარით, სტანდარტული ფასი 20 ლარია და წელს მოთხოვნაც გაზრდილია. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ მაინც გვიღირს მოვლა და რეალიზაცია“,- აღნიშნა ფერმერმა.

ნათია ზარიძე