Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 8 ნოემბერს კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა და თბილისის დროით 20:30 საათისთვის $317,60 შეადგინა.
აქციების ზრდით ტესლას საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამგვარად, Tesla-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. კომპანიის აქციები, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ილონ მასკია, მას შემდეგ გაიზარდა, რაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში მოიგო.
მასკმა, ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის მას 130 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა.