ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს შესთავაზა რუსული გაზი ამერიკული LNG-ით შეცვალოს

„ევროკავშირმა უნდა გამოიკვლიოს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვების გაზრდის შესაძლებლობა შეერთებული შტატებიდან, რათა მოიპოვოს ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა, რომელიც იმპორტის მასშტაბური გადასახადების შემოღებას გვპირდება“,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის ხელისუფლება ამზადებს საგარეო ვაჭრობის წინადადებას ტრამპისთვის, იმ იმედით, რომ დაიცავს თავს მისი მუქარისგან, წერს Financial Times ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადებებზე დაყრდნობით.

LNG „ეს არის ის, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ამერიკულმა LNG-მ უნდა შეცვალოს რუსეთიდან შესყიდვები. როგორც მან განმარტა, ტრამპთან მოლაპარაკებები საგარეო ვაჭრობაზე საერთო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.