სასურსათო მაღაზიებიდან დაწყებული აეროპორტებით დასრულებული, დღეს შტრიხკოდებს ყველგან იყენებენ. ისინი ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
შესაძლოა, აქამდე ამაზე არც დაფიქრებულხართ, თუმცა ფაქტია, რომ შტრიხკოდებმა გადახდებში „ჩუმი რევოლუცია“ მოაწყეს და თითქმის ყველა სფეროში გვეხმარებიან.
რა არის შტრიხკოდი?
შტრიხკოდი არის მარტივი შაბლონი, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პროდუქტების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს თვალყური ადევნოს ინვენტარს და გაამარტივოს შესყიდვები.
შტრიხკოდი არის კოდი, რომელიც იკითხება სპეციალური გაჯეტით და შედგება რიცხვებისა და პარალელური ხაზების ნიმუშისგან. ხაზები შეიძლება იყოს განსხვავებული სიგანის და იბეჭდება ობიექტზე, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება.
შტრიხკოდების წაკითხვა შესაძლებელია სკანერით, რომელსაც შეუძლია ჯერ სიმბოლოების წაკითხვა და შემდეგ მათი გადაქცევა სასარგებლო ინფორმაციად - როგორიცაა ფასი, პროდუქტის ტიპი ან თუნდაც წარმოშობა.
პირველი ექვსიდან 10 ციფრი შეესაბამება კომპანიას ან ბრენდის მფლობელს. შემდეგი განყოფილება არის ნივთის ნომერი და ბოლო არის საკონტროლო ციფრი, რომელიც ჩამოყალიბებულია წინა 11 ნომრის საფუძველზე.
მას შემდეგ, რაც სკანერი წაიკითხავს ნომერს, კომპიუტერული სისტემა ეძებს მას მონაცემთა ბაზაში.
მხოლოდ ერთი სკანირებით მარტივად ახორციელებთ შესყიდვას, თანაც ისე, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ინფორმაციური ოპერაცია ხორციელდება მის მიღმა.
პირველი შტრიხკოდი
პირველი პატენტი შტრიხკოდისთვის, 1949 წელს ჯოზეფ ვუდლენდმა და ბერნარ სილვერმა მოითხოვეს. მასში აღწერილი იყო შტრიხკოდის ძირითადი სტრუქტურა და აღნიშნული მიდგომა კვლავ გამოიყენება შტრიხკოდების ტექნოლოგიაში 70 წლის შემდეგაც კი.
თეოდორე ჰ მაიმანი
1960 წელს ინჟინერმა და ფიზიკოსმა თეოდორ ჰ. მაიმანმა შექმნა პირველი სამუშაო ლაზერი. ამის საშუალებით შესაძლებელი იყო შტრიხკოდის ხაზის შაბლონების გაშიფვრა.
1960-იანი წლების ბოლოს, სასურსათო მაღაზიებმა დაიწყეს შტრიხკოდების პროექტების პილოტირება.
1971 წელს სასურსათო მრეწველობამ ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომელსაც დაევალა დაედგინა ინდუსტრიული სტანდარტი შტრიხკოდისთვის, რომელსაც ყველა მაღაზია მიიღებს.
1971-1973 წლებში კომიტეტმა შეაჯერა შედეგები და გადაწყდა, რომ გადახდის ეს მეთოდი უნდა გამხდარიყო ინდუსტრიის სტანდარტი.
ორგანიზაცია GS1-ის ინფორმაციით, რომელიც ზედამხედველობს UPC და QR კოდის სტანდარტებს, დღე მსოფლიოში ყოველდღიურად 10 მილიარდი შტრიხკოდის სკანირება ხდება.
ტექნოლოგიის თავისებურება
შტრიხკოდებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ინდუსტრია დაეთანხმდება ერთი და იგივე სიმბოლოს გამოყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ზედმეტად რთული და ძვირი იქნებოდა.
თავდაპირველად არსებობს ე.წ. ხარის თვალის შტრიხკოდი. სწორედ ის გახდა ორიგინალური შტრიხკოდის სიმბოლო.
თუმცა, მოგვიანებით კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომ სტანდარტი კვადრატული ფორმის, მუქი ზოლები იქნებოდა.
დიზაინი გახდა კაპიტალიზმის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სიმბოლო.
წყარო: msn.com